
თბილისში, ვეფხი და მოყმის ძეგლთან მსუბუქი ავტომანქანა “ჯიპის”ტიპის ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც ქალი და მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ინფორმაციას სააგენტო “პირWელი” ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, მცირეწლოვანი ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.