-
2014-05-23 14:22
დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბაჩო ახალაია დარბაზიდან გათავისუფლდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალაიას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
ველიჯანაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე დღეს ახალაიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე. შუამდგომლობას დააყენებს, თუკი ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდება, ახალაიას დარბაზიდან გაათავისუფლებენ.
საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილის განცხადებით, აღკმკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულები არიან ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი.
ბრალი წარდგენილი აქვს დათა ახალაიას, თუმცა მისი საქმე დღეს არ განიხილება.