
საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებს ახალი სამხედრო ფორმები ექნებათ. შესაბამისი ტენდერის გამოცხადების შესახებ განცხადება თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე უკვე განთავსებულია.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს კონკურსს სამხედრო ფორმის ტანსაცმლის საუკეთესო ესკიზის გამოსავლენად“, - ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში განცხადებას თან ახლავს ტენდერთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანებულება.