რისთვის უნდა იყოთ მზად, თუ ჟურნალისტს შეიყვარებთ

Image

ჟურნალისტმა ქალმა, შიტიკა ანანდმა შეადგინა 8-პუნქტიანი სია, სადაც მოყვანილი აქვს მიზეზები, თუ რატომ არ ღირს, შეიყვარო ჟურნალისტი.

 


ჟურნალისტი თქვენზე იშოვის ფულს

რა თქმა უნდა, არა პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ თუ მას მიჰყავს რუბრიკა "ურთიერთობები", მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ მის ტექსტებში ხშირად მთავარი გმირი სწორედ თქვენ იქნებით. თუმცა, ეს იმის მანიშნებელიც იქნება, რომ მისთვის სულერთი არ ხართ.



დედლაინი სექსზე მნიშვნელოვანია

ვიღაც ფულს იხდის სტატიებში, ვიღაც კი არ იხდის სექსში. დაუნდობელი სექსი MS Word-თან და ფრაზების ჩამოწერა – ბევრად მომგებიანია, ვიდრე ატლასის თეთრეულზე გაოფლიანება. და თანაც, ვინმემ ხომ უნდა გადაიხადოს ამ ატლასის თეთრეულში?! ასევე, ფრანგული შამპანური პრესკონფერენციაზე – ესაც ხომ არ ჩნდება თავისით?


მას ვერ "გააცურებ"


მან ზუსტად იცის, როცა იტყუებით და როცა გულწრფელი ხართ. ის გაწვრთნილია და ზუსტად გრძნობს ყველა ინტონაციას ინტერვიუს დროს, თუნდაც ის სატელეფონო იყოს ან ვირტუალური. ასე რომ, ნურც კი იოცნებებთ, რომ თქვენ მიერ ნათქვამი ერთი სიტყვაც კი არ "ჩაიწერება დიქტოფონზე". მეტიც, თუკი ეს საჭირო გახდება, ამ სიტყვებს თქვენ წინააღმდეგ გამოიყენებს, თანაც არგუმენტირებულად. და კიდევ – ბევრ ჟურნალისტს, უბრალოდ, ფოტოგრაფიული მეხსიერება აქვს.

 


ის დაიმახსოვრებს თქვენს სიტყვებს

მნიშვნელობა არ აქვს, პირდაპირ ნათქვამს, დაწერილს/მიწერილს თუ ტელეფონით ნათქვამს. ჟურნალისტებს არასოდეს ავიწყდებათ სიტყვები და როცა საჭირო გახდება, აუცილებლად შეგახსენებთ მათ. ის დაპროგრამებულია, რომ ყველა მოვლენა და სიტყვა დაიმახსოვროს. ასე რომ, ყურადღებით იყავით მასთან საუბრისას. და არ დაგავიწყდეთ, რაც უთხარით, თორემ სიტყვების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციაც მათი პროფესიული უნარია. 



ის – გრამ-ნაცია

ჟურნალისტი ყოველთვის შეასწორებს თქვენს შეცდომებს. ისევ და ისევ. სნობის გამომეტყველებით. ბევრ ჟურნალისტს გამართული მეტყველება სისხლში აქვს გამჯდარი (ნუ, არც ისე ბევრს! – ავტ.) ასე რომ, მოგიწევთ გამუდმებით აკონტროლოთ თქვენი მეტყველება და წერის დროს – პუნქტუაცია, რადგან ის ჯერ შეცდომას გიპოვით და შემდეგ მიაქცევს ყურადღებას შინაარსს. 



ის შეშლილია სოცმედიაზე

ის დღედაღამ Facebook-ში, Twitter-სა და Instagram-ზეა. ეს მისი სამუშაოს ნაწილია. რა თქმა უნდა, იყო "სოცმედიის ექსპერტი", სულაც არ ნიშნავს, სულელივით ათვალიერებდე სხვის ფოტოებს (და ტყუილად არ ეკამათოთ მას ამ თემაზე). 

 

ის პრეტენზიულია რესტორნის არჩევისას.

ჟურნალისტი ხშირად კამათობს, როცა საქმე კაფეში ან რესტორანში წასვლას ეხება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ჟურნალისტი მოგზაურობაზე წერს. მას არ მოეწონება, თუ შაურმის საჭმელად ან "მაკდონალდსში" დაპატიჟებთ. თუ პირველი პაემანი ასეთ ადგილებში გაიმართა, მეორე შეგიძლიათ დაივიწყოთ. 

 

მას ყოველთვის სჭირდება დრო საკუთარი თავისთვის.

განუწყვეტელი საუბრები სამსახურზე, კოლეგებთან ურთიერთობა, წყაროების მოძიება – ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია. ამიტომაც მას ხშირად განმარტოების სურვილი უჩნდება. როცა ჟურნალისტი ხანგრძლივი სამუშაო პროცესისგან ბრუნდება, მისთვის აუცილებელია მარტო ყოფნა. ეს არის ის დრო, როცა ჟურნალისტი ძალებს იკრებს ახალი იდეებისთვის და ამ დროს ვერავინ და ვერაფერი შეუცვლის მას. 

 

გამოქვეყნდა: marao.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !