
სოციალურ ქსელში პოპულარულია, სავარაუდოდ, სამტრედიელი მოსწავლის საშინაო დავალების რვეულის ერთი ფურცლის ფოტო, სადაც საშინაო დავალება და დავალების შესრულების დასაწყისი ფრაზაა გამოსახული.
როგორც ჩანს, მოსწავლემ საშინაო დავალებად თავისუფალი თემა: "მე რომ სამტრედიის მერი ვიყო" მიიღო და სკოლაში ჩაინიშნა, ხოლო სახლში, დავალების შესრულების ნაცვლად, სათაურის ქვეშ ჩაწერა: "რა ჩემ ფეხებად მინდა სამტრედიის მერობა მერვეკლასელ ბაღანას".