
საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე "ფეისბუქში" ხელისუფლების წარმომადგენლებს "უუნაროებს" უწოდებს და წერს, რომ ვერტმფრენში, რომელიც დარიალში გაგზავნეს, დიზელის საწვავი რუსებმა ჩაასხეს.
„ეხლა მითხრეს, დარიალში ჩაყვანილ ვერტმფრენში დიზელის ჩასხმა ვერ მოუგვარებიათ ამ უუნაროებს და რუსებისთვის უთხოვიათ. იმათ ჩაუსხამთ... სამარცხვინოა“, - წერს საყვარელიძე. უმრავლეობის წარმომადგენლებსა და ხელისუფლების ვერტიკალის წევრებს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.