
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალიდან ამინდი გაუარესდება, ტემპერატურა დაეცემა და იწვიმებს. 3-4 გრადუსით მოსალოდნელია ტემპერატურის კლება თბილისში.
ამის შესახებ სინოპტიკოსები აცხადებენ. მათი თქმით, ამინდის გაუარესების სინდრომი გაგრძელდება მთელი კვირის განმავლობაში - დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს, მოსალოდნელია ჭექა-ქუხილი და ელვა. შესაძლოა, ამინდის გაუარესებამ მდინარეების ადიდება გამოიწვიოს, რაც შექმნის გარკვეულ საფრთხეს კალაპოტთან ახლომდებარე სავარგულებისთვის და სოფლების მოსახლეობისთვის.