
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეით ბრიგადას ესტუმრა. პრემიერს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანია დახვდა.
ხელის ჩამორთმევის შემდეგ ღარიბაშვილმა ალასანიას ცუდი გზის საფარის გამო შენიშვნა მისცა: ,,ბიჭო, აქ გზა ვერ დააგებინე, რა უბედურებაა?“, - თქვა პრემიერმა.
ვიდეო "ფეისბუქზე" და "იუთუბზე" ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდებზეა განთავსებული და პრემიერის ეს რეპლიკა ამოჭრილი არ არის.