
ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის, მომღერალ პაატა ბურჭულაძისა და საპატრიარქოს ინიციატივით, ვერტმფრენმა, რომელშიც ატანილი იყო ივერიის ღვთისმშობლისა და აწყურის ხატი, თბილისსა და მცხეთას შემოუფრინა.
ინფორმაციას ამის შესახებ „მოამბე“ ავრცელებს. ვერტმფრენი მახათას მთაზე მშენებარე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან აფრინდა. ხატებთან ერთად ვერტმფრენში იყვნენ სასულიერო პირები, ანსამბლი "შვიდკაცა" და ფონდ "იავნანას" ხელმღვანელი პაატა ბურჭულაძე.
ხატები თბილისსა და მცხეთას შემოატარეს, რის შემდეგაც ვერტმფრენი მახათას მთაზე დაეშვა და მცირე ეკლესიაში დააასვენეს.
"ივერიის ღვთისმშობლის ხატმა მოიფრინა, მახათას მთიდან აბრძანდა, მცხეთას შემოვუარეთ, ჯვარს შემოუარა, შემდეგ -სვეტიცხოველს. უკანა გზაზე შიომღვიმის მონასტერს შემოუარა, შემდეგ ზედაზნის - მონასტერს, შემდეგ თბილისს შემოუფრინა და ისევ ჩამოფრინდნენ მახათას მთაზე. დღეს ღამეს დაისვენებენ აქ, ეკლესიაში და ხვალ დილით 9 საათზე დაიწყება წირვა",- განუცხადა პაატა ბურჭულაძემ "მოამბეს."