-
2014-05-11 13:41
„ევროვიზია-2014“-ის ფინალში წარმოდგენილმა სხვადასხვა ქვეყნის მომღერლებმა შეფასებები საქართველოდანაც მიიღეს. უმაღლესი ქულით საქართველომ სომხეთის წარმომადგენელი შეაფასა.
როგორც შედეგების გამოცხადების შემდეგ გახდა ცნობილი, საქართველოდან მიღებული ხმების საფუძველზე რუსეთის მიერ წარმოდგენილ ტყუპ დებს 8 ქულა მიენიჭა, შემდეგი იყო წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული, ავსტრიელი კონჩიტა ვურსტი, რომელმაც საქართველოდან 10 ქულა მიიღო, ხოლო ყველაზე მაღალი 12 ქულა საქართველოდან სომხეთს ერგო წილად.