-
2014-05-11 13:19
ავსტრიელი ტომას ნაივირტი, იგივე კონჩიტა ვურსტი, რომელიც „ევროვიზია-2014“-ის გამარჯვებული გახდა, ამბობს, რომ კონჩიტა ვურსტი მისი გამოგონილი პერსონაჟი, სასცენო იმიჯია და არათუ სქესის შეცვლას, არამედ წვერის გაპარსვასაც კი არ აპირებს.
შეკითხვას, გაიპარსავს თუ არა წვერს და გაიკეთებს თუ არა სქესის კორექციის ოპერაციას მას შემდეგ, რაც "ევროვიზია-2014"-ის გამარჯვებული გახდა, მომღერალი პასუხობს:
"არავითარ შემთხვევაში. კარგად გამიგეთ, მე არ მინდა, ქალი გავხდე, არ მინდა, შევცვალო ჩემი თავი, მე შევქმენი ეს პერსონაჟი - კონჩიტა ვურსტი, რათა მეჩვენებინა, რომ შეგიძლია ვარსკვლავი გახდე იმის მიუხედავად, როგორ გამოიყურები... და მე არასდროს, არაფრის გულისთვის არ გავიპარსავ წვერს..."
ტომას ნაივირტს განსაკუთრებული პოპულარობა მისმა სასცენო იმიჯმა მოუტანა, „წვერ-ულვაშიანი ქალის“ სასცენო იმიჯის იდეა ვურსტს მას შემდეგ დაებადა, რაც ბავშვობაში მრავალჯერ მოუხდა გარკვეული დისკრიმინაციისა და შეურაცხყოფის წინაშე დადგომა.
ვურსტის განცხადებით, მას სურს, რომ ახალმა თაობამ ადამიანი არა წარმოშობითა და გარეგნობით, არამედ იმით დააფასოს, რაც „ვიზუალის მიღმა იმალება“.