-
2014-05-08 01:20
გია კორკოტაშვილი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვინმეს ცხოვრების წესის შეცვლა დაუშვებელია, მაგრამ სახალხოდ გოგოს მიერ გოგოს ტუჩებში კოცნას ან ბიჭის კოცნას ბიჭისთვის ტუჩებში საზოგადოება არ დაუშვებს.
”იარსებეთ როგორი ტვინითაც გინდათ, მაგრამ ჩვენ უფლებას არ მოგცემთ რომ თქვენი ქმდებით რაღაცა რეკლამა გაუკეთოთ იმას, რასაც ჰქვია ჰომოსექსუალობა. შენ რეკლამას ნუ გაუკეთებ და როგორც გინდა ისე იცხოვრე ძმაო, ჩვენ ხელს ვერ მოგიფათურებთ ვერაფერში, ვერც სულში ჩამოვალთ თქვენთან.
თუ ჩვენს პარლამენტს უნდა, დაამტკიცოს არადისკრიმინაციული კანონი და მიიღოს ის, რომ ბიჭებს შორის ქორწინება დაიშვას. ორი ბიჭი ფილარმონიის წინ ტუჩებში რომ კოცნის ერთმანეთს, 51-ე სკოლაა იქვე და იქ ათასი ბავშვი დადის. მე არ მესიამოვნება ორი ბიჭი ტუჩებში რომ კოცნის ერთმანეთს. მე ცოტა აღვირახსნილობა მგონია ქალების კოცნა რომ დაკანონდეს.
ქალებო, საკოცნელი ბიჭების მეტი რა არის, ან კიდევ ბიჭებო, საკოცნელი გოგოების მეტი რა არის, რა გეტაკათ ამისთანა?! თუ გინდათ კოცნა, გეუბნებით: ჩვენ, დღევანდელი საზოგადოება არ დავუშვებთ იმას, რომ მაინცდამაინც სახალხოდ ტუჩებში კოცნოთ ერთმანეთი, თორემ წაიფარეთ საბანი თავზე და რაც გინდათ ის გიქნიათ”,- განაცხადა გია კორკოტაშვილმა "განოს და კოტეს შოუში" სტუმრობისას.