
„ფეისბუქის“ მომხმარებელი თარხან გასვიანი თბილისში მომხდარ ერთ შემთხვევაზე წერს და ამბის აღწერას ამტავრებს სიტყვებით: „ადამიანებო, მიყვარხართ, რომ ასეთები ხართ“.
თარხან გასვიანი წერს:
„ერთხელ დილით, სახლში სახლში ვბრუნდებოდი. სადარბაზოში განცხადება დამხვდა: "ძვირფასო მეზობლებო! დღეს დაახლოებით 9.20 სადარბაზოს შესასვლელთან დავკარგე 20 ლარი. თუ კი ვინმემ იპოვეთ, გთხოვთ შემოიტანოთ 76 ბინაში, ლეილა მოიკითხეთ. პენსია სულ 180 ლარი მაქვს.".
ამოვიღე 20 ლარი და ბინისკენ გავეშურე, დავაკაკუნე. კარს ხანში შესული ბებია ქალი აღებს. როცა მე დამინახა, ფულს რომ ვაწოდებდი, სასწრაფოდ ჩამეხუტა და სიხარულისგან ცრემლები წამოუვიდა.
შემიპატიჟა და მიყვება: "ფქვილის საყიდლად ვიყავი, როცა ვბრუნდებოდი, სადარბაზოში შემოსვლისას გასაღები ამოვიღე - ფული, კი ალბათ ამომივარდა", - მაგრამ გადაჭრით მითხრა უარი ფულის გამორთმევაზე!!
აღმოჩნდა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში მე უკვე მეექვსე ვიყავი (!!!), ვინც "იპოვა" ბებიას დაკარგული ფული! ადამიანებო, მიყვარხართ, რომ ასეთები ხართ...“