სექსუალური მანეკენი-მაკნატუნა და სხვა პერფორმანსები (ფოტო)

Image

ნიუ-იორკელმა მხატვარმა-დიზაინერმა ჯენიფერ რუბელმა შექმნა ერთობ პროვოკაციული და ორიგინალური კაკლის სატეხი - ადამიანის ზომის 18 მანეკენს ბარძაყებში ჩაუმონტაჟა კაკლის სამტვრევი მექანიზმი.

 

კაკლის გასატეხად საკმარისია ერთი ფეხის მიტკაცუნება მეორეზე. როგორც თვით ხელოვანი ქალბატონი აღნიშნავს, მისი ნამუშევარი არის მოდის, სექსისა და საკვების კვინტესენცია.

 

საგულისხმოა, რომ ჯენიფერ რუბელმა სახელი გაითქვა თავისი საკვებად გამოყენებული ინსტალაციებითა და ტრაპეზ-პერფორმანსებით. 2010 წელს მან დარბაზის შუაგულში გამოიტანა ენდი უორჰოლის უზარმაზარი ნაირგვარი საკვებისაგან დამზადებული ბიუსტი, რომელიც ღონისძიებაზე დამსწრეებმა მადიანად დააგემოვნეს და რამდენიმე საათში მოუღეს ბოლო. გასულ წელს ქალბატონმა ჯენიფერმა ტკბილი ბამბისაგან მთელი ოთახი გამოაწყო.

 

ჯენიფერის ცნობილ ნამუშევრებს განეკუთვნება აგრეთვე „სასმელი" სურათები - თეთრი მოგრძო ტილოები, რომელთა უკან მოთავსებულია რეზერვუარები სითხით, ხოლო წინ დამაგრებულია ონკანი. ყველა მსურველს შეუძლია მიირთვას მარტინი, ბურბონი, ჯინი, თეთრი ღვინო, რომი კოლათი. ამ ტილოებიდან, არაორაზროვნად ხდებოდა მნახველთა გადამისამართება ჯექსონ პოლოკზე - პერფორმანსების კიდევ ერთ დიდოსტატზე.

 

ჯექსონ პოლოკი, თავის მხრივ, ცნობილი იყო, როგორც ორიგინალური მხატვარი, რომელიც ტილოს პირდაპირ იატაკზე შლიდა და ფუნჯით კი არ ხატავდა, არამედ პირდაპირ აშხეფებდა საღებავს, რაშიც ურევდა ქვიშასა და შუშის ნამსხვრევებს. მუშაობდა მასტიხინით და დანით. ნაწარმოების შექმნისას მხატვრის მოძრაობები შამანურ ცეკვას ჰგავდა და დასრულებული ნახატი იყო ფერების, მონასმებისა და შხეფების უჩვეულო ნაზავი.

 

მაგრამ, რადგან პერფორმანსებს შევეხეთ, არ შეიძლება კიდევ ერთი ამერიკული პერფორმანსიც არ ვახსენოთ, რომელთანაც ზემოხსენებული ორი - ძველი და ახალი - ახლოსაც ვერ მოვა. ეს გახლავთ პერფორმანსი, რომელიც შარშან, 2011 წლის ოქტომბერში ჩაატარა ამერიკელმა მხატვარმა მარნი კოტაკმა - ბრუკლინის გალერეა „The Microscope" -ში მან 20 დამთვალიერებლის წინ შვა თავისი შვილი.

 

36 წლის ექსცენტრულ პირველმშობიარე მარნი კოტაკს სურდა დაემტკიცებინა, რომ ადამიანის მოვლინება არის ყველაზე ამაღლებული ხელოვნება. მან გალერეის ოთახი მოიწყო ბალიშებითა და ლამაზი პლაკატებით და, მისივე სიტყვით: „შექმნა მაგიური ატმოსფერო". მშობიარობის მთელი ვიდეოჩანაწერი გალერეას დარჩა და მისი ნახვა შეუძლიათ „The Microscope"-ში სტუმრად მისულ დამთვალიერებლებს.

 

სურათებზე: „მანეკენი-მაკნატუნა", ჯენიფერ რუბელი თაყვანისმცემელთან ერთად, ჯექსონ პოლოკი მუშაობის პროცესში, მარნი კოტაკის მშობიარობა-პერფორმანსი.

 

ნია კომლელი

 

manek1.jpg

manek2.jpg

manek3.jpg

manek4.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !