-
2014-05-02 00:55
მომღერალ ნინი ქარსელაძის დედა ხათუნა ჟორდანია ბიონარკოტიკებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრების გამო კმაყოფილებას გამოთქვამს.
,,ბიო ნარკოტიკების რეალიზატორებო და მომხმარებლებო..
მაგინეთ ეხლა მკვდარიც და ცოცხალიც. არ მენაღვლება…
რაც მთავარია, ჩემს მიზანს მივაღწიე-კანონი გამკაცრდა და ბიო შევიდა აკრძალულ ნარკოტიკების სიაში!!!!!! " - წერს ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის თებერვალში ხათუნა ჟორდანიამ, ისევ "ფეისბუქის" მეშვეობით საქართველოს პრემიერმინისტრს მშობლების სახელით მიმართა და ბიონარკოტიკთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება მოითხოვა.