
სამების ტაძრის დიაკვანი ელიზბარ დიაკონიძე „ალიასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ სინოდს ეთხოვება, ანათემას გადაეცეს ყველა ის პირი, ვინც ანტიდისკრიმინაციულ კანონს მოაწერს ხელს.
მამა ელიზბარი მამა ბართლომესაც მიმართავს, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს „რელიგიური ორგანიზაციების შესახებ“ კანონისთვის ხმის მიცემი დეპუტატები დაწყევლა:
„შევიდა განცხადება, რომ სინოდს ეთხოვება, ანათემას გადაეცეს ყველა ის პირი, ვინც ამაზე ხელს მოაწერს და ვეთანხმები! ერთი მამა ბართლომესაც უნდა ვკითხო, რა, ანტირელიგიურ კანონთან დაკავშირებით 70 პარლამენტარი რომ შეაჩვენა, ამ 109-მ რა დაუშავა? რატომაა გასუსული? ბიძინასთან რომ არის ახლოს, იმიტომ? სიახლოვე იმაში გამოიყენე, რომ სიმართლე უთხარი,“ - ამბობს „ალიასთან“ მამა ელიზბარი.