
სამების ტაძრის დიაკვანი ელიზბარ დეკანოიძე უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ, მისი თქმით, „აშშ ბევრ რამეს გვასწავლის“ და მაგალითად მოჰყავს 15 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებული უცხოელების მაგალითი, რომელთა გათავისუფლება, სასულიერო პირის მტკიცებით, ნორლანდის მითითებით მოხდა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებულ ხმებს არ ადასტურებს შსს და აცხადებს, რომ სამივე დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და არავის გაუთავისუფლებია.
რაც შეეხება დიაკვან ელიზბარ დიაკონიძეს, ის ამბობს:
ეგ ნორლანდია ჩვენი დედა? ძუძუს ხომ არ მოგვაწოვებს კიდევ? ჯერ გასარკვევია ეგ საქმე, რას უსმენ ამერიკის ელჩს, არაფერს კარგს ეგ ქვეყანა არ გირჩევს.
თქვენ წარმოიდგინეთ, მეზობელმა ქალმა რომ ისაუბრა, მაგ ერაყელებს რომ ვუთითებდით, მაგას ნუ აკეთებთო, ტელეფონს მომიტანდა ცხვირთან, პატრული, პატრულიო. ე.ი. მოვა ეს ჩვენი პატრული და დასჯის ქართველს, რომ ერაყელს უნამუსობაში ხელი შეუშალა, ან ნებისმიერი ეროვნების სხვა ადამიანს? არა, რაა, ეს ქვეყანა დასაღუპადაა განწირული!..“
ამავე ინტერვიუში სასულიერო პირი ეხმაურება საპროტესტო აქცია-პარაკლისის დანიშვნას, სადაც, მისივე თქმით, უამრავი ადამიანი უნდა გამოსულიყო:
„ თბილისში ერთი ეკლესიაც კი არ უნდა დარჩენილიყო რუსთაველზე გამოუსვლელი, ერთი სასულიერო პირიც არ უნდაი დაკლებოდა, გარდა იმათი, ვინც რიტუალს ასრულებდა, აბსოლუტურად ყველა იქ უნდა მდგარიყო და გამოეხატა პროტესტი ყველაფერი ამის მიმართ! არ ვგულისხმობ იმათ, ვინც მიდრეკილია მსგავსი ქმედებისკენ,“ - აღნიშნავს „ალიასთან“ საუბარში მამა ელიზბარი.