
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ზოგან გაუჭირდება გამარჯვება პირველივე ტურში და მოუწოდებს კოალიციას, ამას ტრაგიკულად არ შეხედოს:
„მინდა კიდევ ერთხელ საჯაროდ დავარწმუნო ყველა, რომ 52%-ით არჩეული მერი ჯობია და უფრო სარწმუნოა ყველა ჩვენი საზღვარგარეთული მეგობრისთვის, ვიდრე 96%-ით არჩეული.ნუ შეეშინდებათ მეორე ტურის, ნუ შეეცდებიან პირველსავე ტურში მიჯირყვნონ ყველანი“, - ამბობს ექსპერტი.