-
2014-05-01 21:26
საქართველოს ყოფილი განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს იმ ხელსაწყოების ფოტოებს, რომლებსაც განათლების სამინისტრო, მის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, პროფესიული კოლეჯებისთვის ყიდულობს.
დიმიტრი შაშკინი წერს:
„ეს დოკუმენტი არის განათლების სამინისტროს სულ ახლა ხანს ჩატარებული ტენდერის ნაწილი. შეხედეთ, რას ყიდულობენ პროფესიული კოლეჯისთვის და შეადარეთ გლდანის კოლეჯის აღჭურვილობას ან იმ რობოტებს, სიმულიატორებს და XXI საუკუნის დანადგარებს, რასაც ჩვენ ვყიდულობდით ორი წლის წინ…“