
(reitingi.ge) - დამტკიცებულია, რომ თურმე ''ფეისბუქზე'' სხვა ადამიანების კომენტარებს შეუძლია, ადამიანს მთელი დღე გაუფუჭოს. მკვლევრებმა გამოარკვიეს, რომ ზოგიერთი სტატუსი ადამიანების განწყობაზე განსაკუთრებულად მოქმედებს და 5 ყველაზე გამაღიზიანებელი პოსტიც გამოავლინეს.
გამოკითხვის შედეგები ეფუძნება ''ფეისბუქის'' მილიონზე მეტი მომხმარებლის სტატუსის ანალიზს.
მაშ ასე, ყველაზე გამაღიზიანებელი სტატუსები:
1. საკუთარი თავისადმი მილოცვა (მაგალითად: ''მაგრად მიხარია! ვაუ! ჩემმა ბოიფრენდმა სადილად დამპატიჟა'' და ა.შ.)
2. სტატუსი: ''აბა, მკითხეთ, რატომ არის ჩემი ცხოვრება ასეთი კარგი'' - ამის წინა და ასეთი სტატუსები ადამიანებს აღიზიანებს, ბოღმას და შურს უჩენს.
3. მეტისმეტად გულახდილი პოსტები, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური. განსაკუთრებით ცუდია, როცა ის სექსუალურ ურთიერთობებს ეხება.
4. სტატუსი ''ყველაფერი ცუდადაა'' - პესიმისტურ განწყობას იწვევს სხვა ადამიანებშიც.
5. სტატუსი ''მას ვერ ვწერ, ამიტომ მთელ სამყაროს ვწერ''.
"რეიტინგი"