
მადრიდის ,,რეალის“ გულშემატკივარი ძაღლი ლიონელ მესისა და კლუბ ,,ბარსელონას“ სხვა ფეხბურთელების ხსენებაზე ღრენს, ,,რეალის“ ფეხბურთელების სახელებსა და გვარებზე მშვიდი რეაქცია აქვს.
სოციალურ ქსელში ,,მადრიდისტა“ ძაღლის ვიდეო გავრცელდა, მადრიდის ,,რეალის“ გულშემატკივრები შინაური ცხოველის სპორტული გემოვნებით აღფრთოვანებას ვერ მალავენ და ,,ბარსელონას“ გულშემატკივრებს ასე გაწვრთნილი ძაღლებით ,,ემუქრებიან“ .