
აშშ-ში შესაძლოა, დააპატიმრონ მამაკაცი, რომელიც ცნობილი იყო, როგორც "ვუნდერკინდ სტეიკერად" წოდებული ბიჭუნას მწვრთნელი და მამა.
პოლიციელებისთვის სამხილად ქცეული ვიდეო, რომელიც ერთერთ პარკში, სავარაუდოდ, ან შემთხვევით, ან ფარულად გადაიღეს, ინტერნეტშიც გავრცელდა და საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია.
კადრებიდან ჩანს, რომ ბიჭუნასთვის სკეიტის სრულყოფილად ფლობის შესწავლის მიზნით მამა მის მიმართ მიუღებელ მეთოდებს იყენებდა. როგორც ირკვევა, სანამ ბავშვი შეეჩვეოდა მისთვის უცხო სახეობას, მისი მხრიდან ბუნებრივ შიშს სიმაღლისა და უცხო ინვენტარისადმი მამა, არც მეტი, არც ნაკლები, წიხლისკვრით "თრგუნავდა".
შეკითხვაზე, რატომ ექცეოდა ბავშვს ასე, მამა პასუხობს, რომ "მას ეს უნდა ესწავლა".