
"პირველმა არხმა" ამერიკელ მაიკლ ჯერარდს, რომელმაც სიცოცხლისთვის საშიში სელფშოტის ჩაწერა მოძრავი მატარებლის ფონზე მოინდომა, რამდენიმე წუთი დაუთმო.
ეს სელფშოტი მაიკლისთვის, სავარაუდოდ, უკანასკნელი იქნებოდა, რომ არა მემანქანე, რომელმაც, იგრძნო რა, რომ მატარებელი სელფის მოყვარულს ეჯახებოდა, მაიკლი სახიფათო ზონას, არც მეტი, არც ნაკლები, წიხლისკვრით გაარიდა, რაც კარგად ჩანს ვიდეომასალაში.
"პირველი არხის" ეთერში გასული ვიდეომასალა.