რუსეთში გადაღებული ვიდეო: მამა ორი წლის ბავშვს სიგარეტის მოწევას ასწავლის, დედა - იღებს

Image

შოკისმომგვრელი ვიდეო, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, რუსულ ოჯახშია გადაღებული. მამა დაახლოებით ორი წლის ბავშვს სიგარეტის მოწევას ასწავლის.

 

თამბაქოს თავად სთავაზობს და თავად უკიდებს ცეცხლს, დედა კი ამ ყველაფერს ვიდეოკამერით იღებს. ერთ-ერთ გერმანულ საიტზე ეს ვიდეო შემდეგი კომენტარით გავრცელდა:

 

,,ის, რომ მოწევა ჯანმრთელობისთვის მავნებელია, სავარაუდოდ, ცნობილია მოსკოვშიც. მამა აშკარად ზრუნავს ვაჟზე.“

 

მამა და მისი მცირეწლოვანი ვაჟი სხედან სამზარეულოში, მამა შვილს მოწევას ასწავლის, დედა კი ამ ყველაფერს ფირზე მხიარულად ასახავს. მამა იმეორებს რამდენჯერმე თუ როგორ უნდა მოწიოს კაცმა სწორად თამბაქო და მისი ქმედებების გამეორებისკენ შვილსაც მოუწოდებს.

 

ვიდეო 60 ათასზე მეტმა ინტერნეტმომხმარებელმა ნახა. მათი რეაქცია აღფრთოვანებასა და შეშფოთებას შორის მერყეობს, თუმცა უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს ძალადობაა და ამ კონკრეტული შემთხვევით ახალგაზრდობის კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის შექმნილი ორგანიზაციები უნდა დაინტერესდნენ: ,,ეს ძალადობაა, ორი აზრი არ არსებობს“ წერენ მომხმარებლები.

 

როცა ბავშვი ასეთ მაგალითს იღებს, დიდი რისკია, რომ ის გახდეს თამბაქოს მომხმარებელი და ეს ადრეულ ასაკში მოხდეს.

 

გარდა ამისა, ვიდეოში ჩანს, რომ მას მშობელი დასცინის: როდესაც ბავშვს მამა აძლევს სიგარეტს, პატარა მამის მაგალითზე ცდილობს სანთებელით მის ანთებას , თუმცა ვერ ახერხებს, მაგრამ არ არის პრობლემა, ,,მზრუნველი“ მამა ადგილზეა და ის შვილს სიგარეტზე საკუთარი სანთებელით უკიდებს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !