-
2014-04-25 08:31
მაია ჯაბუას ქალიშვილი ლიზა ყენია „ფეისბუქში“ პედოფილების წერილების მომრავლების გამო ჩივის და წერს, რომ „დაავადებულების სენია“ გავრცელებული. ლიზა საჯაროდ მიმართავს „მამისტოლა მამაკაცებს“, ინბოქსში არ მისწერონ.
როგორც ჩანს, ლიზა ყენია პირად წერილებს მას შემდეგ ღებულობს, რაც მან სოციალურ ქსელებში თავისი საკმაოდ თამამი ფოტოები გაავრცელა, სადაც ზოგან საძინებელში, ნახევრად შიშველი, ზოგან კი შეყვარებულთანაა გადაღებული. ლიზა ყენია წერს:
"გთხოვთ, ინბოქსში ნუ მითანხმებთ, ვიმეგობროთ თუ არა, და გთხოვთ, მამისტოლა კაცები ნუ მწერთ. ასეთი მოზღვავებული პედოფილობა არ ვიცი მე, სენია უკვე დაავადებულების და ხო, კიდე... ქალებო, ქმრებს მიხედეთ, გთხოვთ" - წერს ლიზა სოციალურ ქსელში.

