
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში მდებარე რესტორან "ნაციონალში" მივიდა, სადაც ტრადიციული ჯილდოები "ქართველები ამერიკაში" ღონისძიების ფარგლებში გაიცა.
ცერემონიაზე მიხეილ სააკაშვილი შეხვდა იქ მყოფ ქართველებს, მათთან ერთად გადაიღო სამახსოვრო ფოტოები, რომლებიც ბიზნესმენმა უჩა ხუბერიშვილმა "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა.