
მისი სახელი და გვარია ანატოლი გოლიმბიევსკი. ის ნაღმოსან „სოობრაზიტელნის“ მოტორისტი იყო - ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი თავისი ჯგუფის წევრებიდან. იმ ჯგუფისა, რომელმაც მიიღო პირველი ბრძოლები მცირე მიწაზე, ნოვოროსიისკთან.
ანატოლი გოლიმბიევსკი საზღვაო ქვეითთა იმ მედესანტეებს შორის იყო, რომლებიც მცირე მიწაზე გადმოსხეს. ის ბრძოლის ველზე იპოვეს, სიცოცხლის ნიშანწყლის გარეშე, ხელებსა და ფეხებში უთვალავი ჭრილობით.
თბილისის ჰოსპიტალში გოლიმბიევსკი გადაარჩინეს, ოღონდ ქვედა კიდურები ვერ შეუნარჩუნეს. მაგრამ მეზღვაური იმდენად სოცოცხლის ხალისით სავსე ადამიანი იყო, რომ შეძლო უფროსი მედდა - ქართველი მირცა მოეხიბლა და ცოლად შეერთო.
მოგვიანებით მათ ქალიშვილი - თამარი შეეძინათ. გოლიმბიევსკი შვლთაშვილსაც მოესწრო.