
უკრაინელი გოგოებისთვის რუსეთში საიტი შექმნეს, სადაც მათ რუსეთში მცხოვრებ ბიჭებთან შესახლებას სთავაზობენ.
საიტის მთავარ გვერდზე ნათქვამია: „თუ შენ ხარ უკრაინელი გოგონა და სასწარფოდ გინდა წასვლა ბანდერული უკრაინიდან, მაშინ ეს საიტი შენთვისაა - აქ უკვე არიან ბიჭები, რომლებიც მზად არიან, შეგიკედლონ“.
საიტი რუს ბიჭებსაც მიმართავს: „შენ მარტო ცხოვრობ დიდ ბინაში, რომელიც ბებიისგან გერგო? შეისახლე უკრაინელი გოგონა, რომელიც ბორშჩს გაგიკეთებს და ბინის დალაგებაში მოგეხმარება“.
მთავარ გვერდზე, ასევე გამოქვეყნებულია იმ ბიჭების მონაცემები და საცხოვრებელი ფართის ფოტოები, რომლებიც თანახმა არიან, შეისახლონ უკრაინელი გოგონები.