-
2014-04-16 20:37
მიმდინარე კვირას დიდი ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა მშობლებს შვილი შეეძინათ. საუბარია 12 წლის გოგონასა და 13 წლის ბიჭზე.
„The Sun“-ის ინფორმაციით, ბავშვებს შორის სასიყვარულო ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როცა გოგონა 10 წლის, ბიჭი კი 11 წლის იყო. ბავშვები ირწმუნებიან, რომ მათი თავგადასავალი ორი წლის წინ დაიწყო და აცხადებენ: „ჩვენ ვგეგმავთ, სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიყოთ“
წყვილი არ ცდილობს საკუთარი ურთიერთობისა და შექმნილი ვითარების დაფარვას. მათ სოციალურ ქსელში ახალშობილის სურათებიც გაავრცელეს. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საქმე არასრულწლოვნებს ეხებათ, მედიასაშუალებებს მათი იდენტიფიკაციის უფლება არ აქვთ.
თანდართული სურათი შერჩეულია თემატური კავშირის პრინციპით
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43