
2013 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე უამრავი სპორტსმენის ინდივიდუალური მანერა თუ რიტუალი ვიხილეთ. ფრენბურთელ ქალებს კი ერთი "მუღამი" აქვთ: ბადესთან მდგარი მეწინავე ფრენბურთელი დანარჩენებს კომბინაციის ნომერს უჩვენებს.
ეს სათამაშო გადანაწილების სქემაა, რომლითაც შემდეგ გუნდი მიმდინარე ჩაწოდებას თამაშობს. იმის გამო, რომ კომბინაციის ჩვენება ზურგსუკან ხდება, თითების მოძრაობა, ნებსით თუ უნებლიედ, სექსუალურ მანერად აღიქმება.