-
2014-04-14 17:49
"ნიჭიერის" ბრიტანულ ანალოგში 80 წლის ქალბატონისა და მისი ახალგაზრდა პარტნიორის გამოჩენას მაინცდამაინც დიდი აღფრთოვანებით არავინ შეხვედრია. პედისა და ნიკოს ცეკვის დაწყებიდან ცოტა ხანში სიმონმა გამოსვლის შეწყვეტის სიგნალიც მისცა.
ჟიურის დანარჩენი ორი წევრიც, შესაძლოა, იგივეს გაკეთებას აპირებდა, მაგრამ სწორედ პირველი სიგნალის შემდეგ წყვილმა გულმოსული მზერა ესროლა ჯიურის, მუსიკა კი აჩქარდა და 80 წლის ქალბატონის საოცარი მოძრაობების ყურების დროს X სიგნალისკენ, ცხადია, არავის გაუხედავს... მოკლედ, ეს აუცილებლად უნდა ნახოთ...