
რედაქციის გაფრთხილება: ფოტოებზე ასახულია დასახიჩრებული ადამიანი. არამდგრადი ფსიქიკის მქონეთ ვთხოვთ,შიგთავსის ნახვისგან თავი შეიკავონ.
ერთი წლის წინ ამერიკელი ქალბატონი ალენა ჰანსენი საკუთარ ფერმაში მუშაობდა, როდესაც მას თავს შავი დათვი დაესხა. დათვმა მას სახეზე კანი თითქმის მთლიანად ააძრო. თუმცა, შემდეგ დათვმა ყურადღება ძაღლზე გადაიტანა, ჰანსენმა კი თავად შეძლო ავტომობილამდე მიღწევა და სახანძრო სამსახურის შენობამდე მისვლა.
დაზარალებული სამედიცინო ვერტმფრენით კალიფორნიაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ქალბატონს შვიდსაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა სახის არეში. რეაბილიტაციის ერთწლიანი კურსის ჩატარების შემდეგ, ალენა ჰანსენი იდეალურად გამოიყურება.