
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ურთიერთშელაპარაკების შედეგად 49 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ინცინდენტის მიზეზი სოფლის ექიმბაშის გარყვნილება გახდა, რაც ქალბატონებისთვის მკურნალობის პერიოდში აღგზნების გამომწვევი მედიკამენტების მიცემასა და მათთან სექსუალური კავშირის დამყარებაში გამოიხტებოდა.
ადგილობრივები იმასაც ამბობენ,რომ ექიმბაში ინტიმურ სცენებს მობილურით იღებდა, რისი მეშვეობითაც ქალბატონებს აშანტაჟებდა და შემდგომში მათ სექსუალურ კავშირს აიძულებდა.
სოფლის ექიმბაშის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა. ბრალდებულის დედა ,,მაცნესთან“ საუბარში აცხადებს,რომ თვითნასწავლი ექიმის პაციენტებთან ინტიმური კავშირის თვითმხილველი მისივე შვილი გახდა, რაც შემდეგ თავის ბიძაშვილს უამბო.
დაჭრილი ექიმბაში ამ ეტაპზე კლინიკა „მედინაში“ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. აქ გვითხრეს, რომ პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. სოფლის მოსახლეობა ექიმბაშის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს.
Tv 25. ავტორები: სულხან მესხიძე, ლაშა თავდგირიძე, რამაზ ფანცულაია