
კივთან ახლოს გაჩნდა ბილბორდი, რომელზეც უკრაინელები იმ რუს მსახიობებს „ემშვიდობებიან“, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს ვლადიმერ პუტინის რეჟიმს.
კიევის მახლობლად, ნოვობუხოვსკის გზატკეცილზე დამონტაჟებულ ბილბორდეზე, აღბეჭდილია იმ 12 რუსი მსახიობის ფოტო, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამხორციელებულ აგრესიას. „გმადლობთ, რომ მხარი დაუჭირეთ ომს უკრაინაში“, - აღნიშნულია ბილბორდზე, სადაც ქართველი დიანა ღურწკაიაცაა გამოსახული.
შეგახსენებთ, ერთი თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის კულტურის 90-მდე წარმომადგენელმა, მხარი დაუჭირა რუსეთოს ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებაში.