
ამერიკელმა წყვილმა ტეხასიდან, ელი და მეტ გრინმა, მომავალი ქალიშვილი სოციალურ ქსელ “Facebook”–ზე დაარეგისტრირეს.
როგორც მომავალმა მშობლებმა აღნიშნეს, მათ ახალი გვერდი სოციალურ ქსელში იმიტომ შექმნეს, რომ ამ გზით მეგობრებსა და ახლობლებს ელის ორსულობის შესახებ სიახლეები შეეტყობინებინათ. ამასთანავე, ისინი ემბრიონის განვითარების შესახებაც ავრცელებდნენ ინფორმაციას.
ელი გრინის აღნიშვნით, მას შემდეგ რაც “Facebook”–ზე ახალი გვერდი გახსნეს, პირველივე დღეს მეგობრებში დაახლოებით 100 იუზერი დაიმატეს. რაც ყველაზე საინტერესოა, პროფილში მითითებული იყო ბავშვის ჰობი: ფეხბურთი და ცურვა, საყვარელი მომღერალი – ლედი გაგა და ჩვევა: ცერა თითის წოვა.
ეს შემთხვევა 2011 წელს დაფიქსირდა. მშობლებმა ქალიშვილს მერაია დაარქვეს. მერაიას მაგივრად კი სტატუსებს მისი დედა წერდა. ქალბატონი ბავშვის ქცევების შესახებ ყვებოდა.