
„აფხაზეთის ხმა“ პერიოდულად გამოაქვეყნებს კრიპიპასტებს, ანუ შემზარავ ინტერნეტისტორიებს, რომლებიც რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული. ეს დაახლოებით ისეთივე ისტორიებია, რომლებსაც, სადღაც წაკითხულს ან გაგონილს, 60-იანი და 70-იანი წლების თაობა ბავშვობაში ერთმანეთს უყვებოდა. პირველი ისტორია „გრაბლის“ ეხება.
2003 წელს აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში მოხდა ინციდენტი, რომლის დროსაც ფიგურირებდა ადამიანის მსგავსი შემზარავი არსება, რომელიც კამერამაც გადაიღო. ინციდენტი მალევე ამოიწურა, მაგრამ მან დიდი ყურადღება მიიქცია მედიის მხრიდან.
ამის შემდეგ უცნაური რამ მოხდა: ინციდენტის დამადასტურებელი წერილობითი და ფაილების სახით შენახული მტკიცებულებები ერთმანეთის მიყოლებით ქრებოდა. უცნაური არსება კი ხან აქ ჩნდებოდა და ხან იქ. ბოლოს და ბოლოს, მასზე ნადირობა დაიწყეს, რათა გარკვეულიყო, რასთან ჰქონდათ საქმე.
2006 წელს ორმა გამომძიებელმა, რომლებიც ამ საქმეზე მუშაობდნენ, შემაშფოთებელი აღმოჩენა გააკეთეს - მათ მოიპოვეს მე-12 საუკუნით დათარიღებული სხვადასხვა მტკიცებულებები და დოკუმენტები, სადაც საუბარი იყო უცნაურ არსებაზე სახელად „გრაბლი“.
„გრაბლის“ ერთერთი ყველაზე საშინელი გამოჩენა ერთმა ქალმა არწერა და ის კიდევ უფრო შემზარავია, ვიდრე თავად ისტორია „გრაბლიზე“. ეს ამბავი ასე მომხდარა:
ღამით, ცოლს მოულოდნელად გაეღვიძა და გვერდით მწოლიარე ქმარიც სრულიად სემთხვევით გააღვიძა. ცოლმა ბოდიში მოუხადა მას და გადაბრუნებას აპირებდა, როცა ქმარი შემობრუნდა, რათა ქალისთვის შეეხედა. მას სახე წამში შეეცვალა და დიდი შიში აღებეჭდა, შემდეგ კი ცოლს მოეხვია, თვალს კი ერთ ადგილს არ აშორებდა.
ცოლმა მისი მზერის მიმართულებით გაიხედა და გრძელი საწოლის ბოლოში ჩამომჯდარი უცნაური, ბალნიანი არსება დაინახა, რომელიც ადამიანსაც ჰგავდა და ძაღლსაც. წყვილი გაშეშდა, ხოლო არსება წამოდგა, ქმარს მიუახლოვდა და სახე დაახლოებით 30 სმ-ის მანძილზე მიუტანა, ერთხანს უყურა, შემდეგ კი ადგილიდან მოწყდა და ღია კარში გავარდა.
ცოლ-ქმარს უკვე შეჩვეული ჰქონდათ თვალები სიბნელისთვის და დაინახეს, რომ ეს არსება საძინებლის გვერდით მდებარე ბავშვების ოთახისკენ გაიქცა. ორივე წამოხტა და მას გაეკიდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო:
მათი პატარა, 8 წლის გოგონა, თავის საწოლში გასისხლიანებული იწვა, არსება კი არსად ჩანდა. ბავშვმა კი უკანასკნელად თქვა: „ეს „გრაბლი“ იყო...“