-
2014-04-08 15:50
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ახალ ზელანდიაში სამკვირიანი ტურნე დაიწყო. სამეფო ოჯახის წევრებს ახალი ზელანდიის მკვიდრნი - მაორის მებრძოლები შეხვდნენ.
ახალ ზელანდიური ტრადიციისამებრ წყვილს ცხვირით შეხებით მიესალმნენ. ფოტორეპორტიორებმა დააფიქსირეს უხერხულ მდგომარეობაში მყოფი ქეითი, როდესაც მის წინ ნახევრად შიშველი და უკანალმოსვირინგებული მაორის მებრძოლი ტრადიციულ სამოსში წარსდგა.
პრინც უილიამისთვის, ჰერცოგინია ქეით მიდლტონისა და მათი რვა თვის ვაჟისთვის, პრინც ჯორჯისთვის ეს პირველი ერთობლივი უცხოური ტურნეა.











