
მეორე მსოფლიო ომიდან, ნახევარი საუკუნის შემდეგ, ვიაზმის რაიონის ტყეში მიწაში ღრმად ჩაფლული ტანკი აღმოაჩინეს. ლუქის მოხდის შემდეგ კი უმცროსი ოფიცერის ცხედრის ნარჩენები და წერილი იპოვეს.
„25 ოქტომბერი 1941 წელი - გამარჯობა ჩემო ვარია! არა, ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხვდებით. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ჰიტლერის კიდევ ერთ დანაყოფს ვებრძოდით. ფაშისტების დანაყოფმა გაარღვია ჩვენი ბაზა და შუაში მოექცა. სანამ ტანკი ტყეში შემომყავდა, ვასილი გარდაიცვალა. ჩემი ჭრილობა ძალიან სერიოზულია.
ვასილი ორლოვის ცხედარი არყის ხის ქვეშ დავმარხე. ვასილი ისე გარდაიცვალა, რომ ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო. ვერაფრის დაბარება ვერ შეძლო მისი ულამაზესი ზოისთვის და ქერა მაშენკასთვის.
აი ასე, სამი ტანკისტისგან ერთი დარჩა. ღამე ტანჯვაში გავატარე, დავკარგე ძალიან ბევრი სისხლი. ახლა რატომღაც ტკივილი, რომელიც გულ-მკერდს მწვავდა გაქრა, სულში სიმშვიდეა.
ძალიან მწყინს, რომ ყველაფერი არ გავაკეთეთ, მაგრამ გავაკეთეთ ის რისი გაკეთებაც შეგვეძლო. ჩვენი თანამებრძოლები განდევნიან მათ, ვინც ჩვენს მიწებზე არ უნდა დაიარებოდნენ. მე კი ცხოვრებას ვერასდროს გავატარებდი ასე კარგად, რომ არა შენ. შენ მე მეხმარებოდი ყოველთვის.
ალბათ, ვისაც უყვარს ის ადამიანებთან ურთიერთობაში კეთილია. მადლობა შენ, ძვირფასო!
გაივლის დრო, ხალხი ჭრილობებს მოიშუშებს, ააშენებს ახალ ქალაქს, დადგება ახალი ცხოვრება, სხვა სიმღერებს იმღერებენ. მაგრამ არასდროს დაივიწყოთ სიმღერა ჩვენზე.
შენ ლამაზი შვილები გეყოლება, შეძლებ კიდევ შეიყვარო, მე კი ბედნიერი ვარ რომ გტოვებთ შენდამი სიყვარულის გრძნობით!
შენი ივან კოლოსოვი“