
ტვ11-ის ეთერში მსახიობი დუტა სხირტლაძე "ჩაის თემაში" ამბობს, რომ ქართველობას კი არ გვართმევენ, არამედ 200 წლის წინ წაგვართვეს და ახლა უნდა დავბრუნდეთ, იქ წყვეტა ვიპოვოთ და აწმყოს გადავაბათ, რომ განვითარება გავაგრძელოთ.
დუტა სხირტლაძე ხატოვნად აღწერს "37 მანეთის" თემასთან დაკავშირებულ ეპიზოდებს, ასევე საბჭოთა არმიის შემოსვლის, შემდეგ კი საბჭოთა არმიაში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის თემას და ამობობს:
"ხომ გაგვიგია ყველას, ქართველები ყველაზე მაგრად ვიყავით ჯარშიო? "სამი ქართველი ვიყავით, მაგრამ "პალაჟენია" დაწყობილი გვქონდა, ყველას ვაჩმორებდით", - ასე ამბობდნენ და ბოლოს თვითონ ჩამოვიდნენ ყველაზე მეტად დაჩმორებულები, აზრზე არ არიან, პისტოლეტი როგორ გადატენონ", - ამბობს მსახიობი და მიაჩნია, რომ ესეც "რუსების გაჩალიჩებულია": "რომ არ შეუბრუნდეს ეს ჩვენი უკან, როგორც ქაქუცა შეუბრუნდა მეფის რუსეთში მიღებული სამხედრო განათლებით".