-
2014-03-27 20:37
იაპონიის სასამართლომ ყოფილი მოკრივე ივაო ჰაკამადუ გაათავისუფლა, რომელსაც სასამართლომ 1968 წელს სიკვდილი მიუსაჯა.
ამასთანავე, სასამართლოს გადაწყვეტილებით განიხილება ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეც, რომლის გამოც ჰაკამადუ დააკავეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენა ახალი მტკიცებულებების აღმოჩენამ იქონია. ადვოკატებმა „დნმ“-ის საშუალებით დაამტკიცეს, რომ მსჯავრდებულის მაისურზე არა გარდაცვლილის, არამედ უცნობი ადამიანის სისხლის კვალი იყო.
ჰაკამადუს განცხადებით, მან აღიარა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია, რადგან ოცდღიანი დაკითხვა ფიზიკური შეურაცხყოფისა და არაადამიანური მოპყრობის ფონზე მიმდინარეობდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასამართლო უახლოეს დღეებში ყოფილი მოკრივეს გამამართლებელ განაჩენს გამოუტანს.