
რუსი ნაციონალისტები, ანუ, როგორც ხშირად უწოდებენ თავიანთ თავს, "ჭეშმარიტი არიელები", ძირითადად, ახალი თაობის წარმომადგენლები არიან: როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის წარმომადგენლები.
მათ შესახებ გვსმენია მედიის საშუალებით, ვიცით, რომ არიან აგრესიულები, შოვინისტური გამოხტომებით და "ჭეშმარიტი რუსის" მანერებში შეფუთული უტიფრობით. რუსმა ბლოგერებმა არიელების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული, სხვადასხვა სოციალურ ქსელში მიმოფანტული ფოტოები ერთად შეკრიბეს. "აფხაზეთის ხმა" სწორედ ამ ფოტოების ნაკრებს გთავაზობთ.