-
2014-03-25 12:41
"აფხაზეთის ხმას" მიაწოდეს იშვიათი ფოტო, სადაც (მარცხნიდან მესამე) საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყოფნის დროსაა გადაღებული.
ფოტო მასთან ერთად არმიაში გაწვეული პირის პირადი არქივიდანაა. ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინა-სლოვაკეთის საზღვართან მდებარე სამხედრო ნაწილში მსახურობდა. ამ ფოტოზე ახალწვეულებთან ერთად სამოქალაქო პირებიც არიან გადაღებული.
ფოტო კიდევ ერთხელ აბათილებს გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, თითქოსდა სააკაშვილი გასაიდუმლოებულ სამხედრო ნაწილში, ე.წ. "კგბ-ს ჯარში" მსახურობდა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში უშუალოდ სამხედრო სამსახურში მყოფი პირების ფოტოგადაღება და, მით უმეტეს, სამხედრო ნაწილში შესვლისას ან გამოსვლისას იქ სამოქალაქო პირების ყოფნა წარმოუდგენელი იქნებოდა.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე საჯაროდ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მიხეილ სააკაშვილის გაწვევის დროს გადაღებული მხოლოდ ის ფოტო იყო გამოქვეყნებული, სადაც მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, შვებულების დროს, დედასთან ერთადაა გადაღებული. ფოტო 2014 წლის იანვარში, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე თავად მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ "აფხაზეთის ხმისთვის" მიწოდებულ ფოტოზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მარცხნიდან მესამეა.

