-
2014-03-25 02:54
სანტიაგო მენდოსი, კოლუმბიელი ბავშვი უჩვეულო სიმსუქნით გამოირჩევა და ალბათ, ჩვილ ბავშვთა შორის მსოფლიოში ყველაზე მძიმეწონიანია - ის 21 კგ-ს იწონის.
სანტიაგოს სიმსუქნეს მედიკოსები ორი ფაქტორით: მემკვიდრეობითით და ყოფითით ხსნიან. ერთნი ამტკიცებენ, რომ ეს გენეტიკური დაავადებაა, მეორენი კი მიიჩნევენ, რომ სიმსუქნის თავი და თავი დედის ქცევაა: ის შვილს საჭმელს იმდენჯერ აძლევდა, რამდენჯერაც წამოიტირებდა.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მსოფლიოში ყველაზე მსუქანი ჩვილი ბავშვი კვირას ბოგოტას ერთერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ექიმები იმედოვნებენ, რომ სამედიცინო ჩარევის შედეგად ბავშვს ზედმეტი წინისგან გაათავისუფლებენ.






