-
2014-03-25 02:01
ჟურნალისტი, მედიაკავშირ "ობიექტივის" დამფუძნებელი ირმა ინაშვილი კინოს სახლთან სწორედ იმ დროს გამოჩნდა, როცა იქ "ევრაზიის კავშირის" მიერ წინასწარ დაგეგმილი, ნატოს საწინააღმდეგო კინოჩვენება მიმდინარეობდა.
მოშორებით გამართული კონტრაქციის წარმომადგენლებმა მიიჩნიეს, რომ ირმა ინაშვილი პრორუსული ორგანიზაციის ღონისძიებას შეუერთდა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ჟურნალისტი სამსახურში შესვენების შემდეგ დაბრუნდა: "ობიექტივი" სწორედ კონოს სახლის მესამე სართულზე მდებარეობს.
ინაშვილის გამოჩენამ ხმაური გამოიწვია კონტრაქციის მონაწილეებს შორის და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, პასუხად კი ირმა ინაშვილმა აქციის მონაწილეებს შუათითი უჩვენა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30