-
2014-03-24 19:48
კირილ ორეშკინს რუსი სპაიდერმენი შეარქვეს. ამ ექსტრემალის ჰობი მაღალი შენობების დაპყრობა და იქ ფოტოგრაფირებაა. ყველაზე მაღალი ნაგებობა, სადაც ის ამძვრალა, 338 მეტრიანი მერკური სიტის კოშკია, მოსკოვში.
ორეშკინს კიდევ ერთი ჩვევა აქვს: ბოლო წერტილზე ამძვრალი, კედელზე თითებით ეკიდება, ყოველგვარი დამზღვევი საშუალების გარეშე: "რა თქმა უნდა, ეს რისკია. მაგრამ დამზღვევი საშუალების დროს ერთი ასპექტი არსებობს: არავის უნდა აღიაროს, რომ შენ სიცოცხლეს რისკავდი, როცა ამას აკეთებდ. ჩემზე კი ამას ვერავინ იტყვის", – ამბობს ის.