-
2014-03-21 11:36
"შოკი! ოაბამა გაგიჟდა!"; "ეს ნამდვილი შოკია! რა დღეშია აშშ-ის პრეზიდენტი!" - ამ სათაურით რუსი ინტერნეტმომხმარებლების მიერ ვიდეოპორტალებზე ატვირთული დამონტაჟებული რგოლი პრორუსული ორიენტაციის ქართულ მედიასაშუალებებშიც გამოჩნდა.
ასე მაგალითად, პორტალმა "საქართველო და მსოფლიო" სწორედ ასეთი ვიდეო გამოაქვეყნა და მას სენსაციური სათაურიც დაურთო, თანაც, სათაური მეტი დამაჯერებლობისა და ინტრიგისთვის ძახილის ნიშნით დააბოლოვა: "რეალური ფსიქოზი: ობამამ პრესკონფერენციის შემდეგ ფეხით კარი შეამტვრია!".
"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ როგორც დამონტაჟებულ, ასევე ორიგინალ ვიდეომასალას, საიდანაც ცხადი ხდება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ფსიქიკა, კვლავინდებურად, ჯანსაღია.