
დიანა ღურწკაია ამბობს, რომ როცა ის პატარა იყო, ხშირად დაჰყავდათ სევასტოპოლში და პირველი გამოცდილება სცენაზეც სწორედ იქ მიიღო. ამით ხსნის მომღერალი იმას, რომ ყირიმს ძალიან გულშემატკივრობდა.
„მე მოუთმენლად ველოდებოდი რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის შესვლის რეფერენდუმის შედეგებს. როცა პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ, მე ამას აპლოდისმენტებით შევხვდი, რადგან ისტორიულმა სამართლიანობამ იზეიმა. და ეს მოხდა ყირიმელების ნების გამოვლენითა და ვლადიმირ პუტინის გადამწყვეტი, მტკიცე ნაბიჯების გამოისობით.
უნდა ვთქვა, რომ ბოლო დროს რუსეთისა და მისი პრეზიდენტის მიმართ უცხოელების დამოკიდებულებაც შეიცვალა. ისინი უკვე პატივს სცემენ ჩვენს ქვეყანას და ეს ასე იქნება მომავალშიც. ეს კი ჩვენი პრეზიდენტის დამსახურებაა, დიდი მადლობა მას ამისთვის“, – ამბობს დიანა ღურწკაია.