
ბორტზე ატეხილი მასობრივი, ხელჩართული ჩხუბის გამო ტურისტებით სავსე თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან გოაში (ინდოეთი) მიფრინავდა, იძულებითი წესით დაეშვა ასტრახანის აეროპორტში – ამის შესახებ ინტერფაქსი იტყობინება.
კომპანია „სევერნი ვეტერის“ მიერ შესრულებულ ჩარტერულ რეისზე ჩხუბი მაშინ დაიწყო, როცა თვითმფრინავი დონის როსტოვის თავზე იმყოფებოდა. ჩხუბი მთვრალმა მგზავრებმა დაიწყეს.
მას შემდეგ, რაც ჩხუბში თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებიც ჩაებნენ, საჰაერო ხომალდის მეთაურმა საგანგებო დაშვების გადაწყვეტილება მიიღო.