
აშშ–ის კოლორადოს შტატში, დენვერში ტელეკომპანია NBC პირდაპირ ეთერში გადასცემდა 28 წლის მამაკაცის უცნაურ რბოლას მაგისტრალზე, როცა მას პოლიცია მოსდევდა, ის კი გაურბოდა და გზადაგზა მანქანებს იცვლიდა, აგდებდა რა სალონიდან მძღოლებს.
28 წლის რაიან სტოუნი, ბოლოს და ბოლოს, დააპატიმრეს, როცა მან მესამე ავტომანქანის გატაცება უშედეგოდ სცადა და იძულებული იყო, გაქცეულიყო. ის ღობესთან წაიქცა, რის შემდეგაც პოლიციამ ადგიზე დააპატიმრა.
თავდაპირველად პოლიციის თვალთახედვის არეში სტოუნი მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც კოლორადოს ერთერთ ქალაქში, ბენზინგასამართი სადგურიდან გაიტაცა მანქანა, რომელშიც მცირეწლოვანი ბავშვი იჯდა.