-
2020-03-20 13:41
ერთხელ ჰოლივუდში
ONCE UPON A TIME... IN HOLLYWOOD
პირველი ფილმი, რომელიც მარიამმა გაგვიზიარა, მოგივთხრობს 60-იანი წლების ლოს ანჯელესზე ,სადაც მკაფიოდ არის გადმოცემული, ჰოლივუდური ცხოვრების სტილის თავისებურება და რეჟისორის დამოკიდებულება ,,ბეიბი-ბუმერების’’ თაობისა მიმართ.ფილმში ასევე გვხვდება მრავალი ალუზია პოპ-კულტურიდან (ჩარლზ მენსონის სექტა, რომან პოლანსკის პერსონაჟი, სტივ მაქუინი). როგორც მარიამი ამბობს, მიუხედავად ოსკარის ნომინაციაში ,,პარაზიტის“ გამარჯვებისა, მისი ფავორიტი ფილმი, მაინც ,, ერთხელ ჰოლივუდში“ არის.

პატერსონი
PATERSON
მარიამის თქმით, ეს ფილმი 4 წლის წინ ნახა და წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. მთავარი პერსონაჟი, პატერსონი, ავტობუსის მძღოლია. ფილმი გვიჩვენებს მის ყოველდღიურობას, რომელიც ერთი შეხედვით ერთფეროვანი რუტინისგან შედგება. თუმცა, სინამდვილეში, სწორედ ასეთი ცხოვრების წესი ხდება პატერსონისთვის, დიდი შთაგონების წყარო.

მოქალაქეკეინი
CITIZEN KANE
,,მოქალაქე კეინი’’ რეჟისორ ორსონ უელსის დებიუტია. მიუხედავად იმისა, რომ 1941 წელს გამოვიდა, იგი მაინც რჩება ყველა დროის საუკეთესო ფილმად. სიუჟეტი მოგვითხრობს ამერიკის ყველაზე გავლენიანი მედია-მაგნატის ცხოვრების ისტორიაზე.გმირის გარდაცვალების შემდეგ, ჟურნალისტები ცდილობენ გამოიკვლიონ, თუ რას ნიშნავს მისი ბოლო სიტყვა ,,როუზბადი.’’
